soso mikeladze — Me da Shen… Я и ты


«მე და შენ»
კარს როცა შევაღებ და შენი სული არ დამხვდება,
არც შენი თვალები, არც შენი ხელებზე ფერება,
და გამახსენდება იმ ბოლო თოვლის გოდება,
ჯერ არარსებული მიწის და ბალახის კვეთება.

და გამახსენდება იმ შენი სიჩუმის ტირილი,
ართქმული სიტყვების ყოფნა-არყოფნის ტკივილი,
სიმართლის, სინათლის, ტკბილი სიცოცხლის ბუნება,
მძაფრი მონატრების ძარღვებში ლაღი დინება…

მე და შენ – ერთი სული-გული მზე!
მე და შენ – ერთი გრძნობა-ფიქრი ზედ!
მე და შენ – ერთი მარტო-ტალღის ზღვა!
მე და შენ – მარადისობის გზა!

როცა შენ მიღიმი და შენი კურთხევა დამყვება,
ელვა დამივლის, ნაცნობი რითმა ამყვება,
და თითქოს ახალი გმირობის ძალა მეძლევა,
როდესაც შენ მკოცნი – სევდა და დარდი მეცლება!

როცა შენ მოდიხარ და ფერებს ფერები ეკმევა –
და შენი სახელი ულევ სიხარულს ერქმევა,
და ჩემს აღტაცებას მზეცა და მთვარეც ედრება,
შენ რომ მეპოვნე – მე ერთი მქონდა ვედრება!

მე და შენ – ერთი სული-გული მზე!
მე და შენ – ერთი გრძნობა-ფიქრი ზედ!
მე და შენ – ერთი მარტო-ტალღის ზღვა!
მე და შენ – მარადისობის გზა!

0 0 голоса
Рейтинг статьи
Подписаться
Уведомить о
guest

0 комментариев
Старые
Новые Популярные
Межтекстовые Отзывы
Посмотреть все комментарии
0
Оставьте комментарий! Напишите, что думаете по поводу статьи.x